Belive

ცარუკიანმა ჩარლზ ოლივეირა გრეპლინგის შეხვედრაში გამოიწვია

2 საათის წინ სხვა
1 წთ

გასულ ღამეს რიო დე ჟანეიროში გრეპლინგის შეხვედრები გაიმართა. საღამოს მთავარი დაპირისპირება არმან ცარუკიანსა და მუჰამედ მოკაევს შორის შედგა. ამ ორ მებრძოლს შორის განსხვავება დაახლოებით 15 კილოგრამი იყო და შედეგიც ლოგიკური იყო. ცარუკიანმა ეს შეხვედრა მოიგო და ჩარლზ ოლივეირა გამოიწვია.

მინდა შემდეგში ჩარლზ ოლივეირას შევებრძოლო. მე ყოველთვის მზად ვარ. ყველა თარიღზე თანახმა ვარ. მე ყოველ კვირას ვჭიდაობ და შემდეგ კვირას ფლორიდაში ვიქნები RAF-ზე. ასე რომ, მე სულ თანახმა ვარ, უბრალოდ მითხარით როდის და აქ ვიქნები. - განაცხადა ცარუკიანმა

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი და ჩარლზ ოლივეირა UFC-ში შეხვედრილან ერთმანეთს, სადაც არმანმა მოიგო. სხვათაშორის, იმ ბრძოლაში ცარუკიანისთვის კრიტიკული მომენტი იყო. ბრძოლის დასაწყისში ოლივეირას ძლიერ გილიოტინაში მოხვდა, მაგრამ გაძლო და რთული მდგომარეობიდან გამოვიდა.

სხვა სტატიები