Belive

ტრაგედია პაკისტანში | 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ტრაგიკულად დაიღუპა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ცნობილი გერმანელი ბიატლონისტი - ლაურა დალმაიერი 31 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი (2014, 2018) 28 ივლისს, პაკისტანის მთებში ქვათაცვენაში მოყვა, როდესაც მწვერვალ ლაილაზე ადიოდა. მას 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, საბოლოოდ კი იგი გარდაცვლილი იპოვეს.

ქვათაცვენაში ასევე მოყვა მისი მეწყვილე მარინა ევა. ევა მეგობრის გადარჩენას საათების განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ უამინდობისა და უწყვეტი ქვათაცვენის გამო მთიდან დაშვება მოუწია.

სამაშველო სამსახურმა უბედური შემთხვევის ადგილზე მისვლა უამინდობის გამო დააგვიანა.

ამ ეტაპზე უცნობია გადმოასვენებენ თუ არა მთებიდან დაღუპული ოლიმპიელის სხეულს. როგორც წესი, პაკისტანის მთებში დაღუპული ალპინისტების სხეულებს ადგილზე ტოვებენ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დაღუპულის გადასვენება ოჯახის წევრებმა არ მოითხოვეს. ადგილობრივი ხელისუფლება, დალმაიერის ოჯახის გადაწყვეტილებას ელოდება.

დალმაიერმა პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიადაზე ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიგო. ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი იყო, გარდა ამისა, 2016-17 წლების სეზონში მსოფლიოს თასზე გაიმარჯვა.

სხვა სტატიები