Belive

ტოკიოს გრანდ სლემი 2025 | გოძილები 56 სპორტსმენით წარდგებიან

1 თვის წინ სხვა
2 წთ

2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურს ტოკიოს გრანდ სლემი დახურავს, რომელიც 6-7 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართება.

ტრადიციულად, მასპინძელი იაპონიის ნაკრები როგორც მამაკაცთან, ასევე ქალთა წონით კატეგორიაში, მაქსიმალურ რაოდენობას გამოიყვანენ, შესაბამისად ტოკიოს გრანდ სლემზე 56 სპორტსმენით იასპარეზებენ. (თითო წონაში 4 სპორტსმენი)

იაპონიის ნაკრების შემადგენლობაში არაერთ მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონს შეხვდებით.

შემადგენლობა

მამაკაცები

  • 60 კგ - რიუჯუ ნაგაიამა, ტაიკი ნაკამურა, ჰაიატო კონდო, კენტა სეკიმოტო

  • 66 კგ - ჰიფუმი აბე, ტაკეში ტაკეოკა, შინსეი ჰატორი, კაირი კენტოკუ

  • 73 კგ - ტაცუკი იშიჰარა, რიუგა ტანაკა, იუდაი ტანაკა, შუსუკე უჩიმურა

  • 81 კგ - ტაკანორი ნაგასე, იოშიტო ჰოჯო, კაიტო ამანო, იუჰეი ოინო

  • 90 კგ - სანშირო მურაო, გოკი ტაჯიმა, კომეი კავაბატა, ჰიდეტოში ტოკუმოჩი

  • 100 კგ - არაი დოტა, კოტარო უეოკა, რიუტარო მასუჩი, ნოზომუ მიკი

  • +100 კგ - ტაცურო საიტო, კენტა ნაკანო, ჰიოგა ოტა, იუტა ნაკამურა.

ქალები

  • 48 კგ - ვაკანა კოგა, ​მიზუკი ჰარადა, ჰიკარი იოშიოკა, საჩიო იოშინო

  • 52 კგ - უტა აბე, კისუმი ომორი, ნანაკო ცუბონე, კოკორო ფუჯიშირო

  • 57 კგ - მომო ტამაოკი, აკარი ომორი, მიო შირაკანე, აიამი ტაკანო

  • 63 კგ - ჰარუკა კაჯუ, კირარი იამაგუჩი, მინამი აონო, ნარუმი ტანიოკა

  • 70 კგ - შიჰო ტანაკა, იერინა იკე, რინ მაედა, მაიუ ჰონდა

  • 78 კგ - მომო ტამაოკი, კურენა იკედა, რეინა ტანაკა, მაო იზუმი

  • +78 კგ - აკირა სონე, ვაკაბა ტომიტა, მაო არაი, რური ტაკაჰაში.

სხვა სტატიები