თოფურიას ვოლკანოვსკისთან ბრძოლა გადაიდო | ალექსი მახაჩევთან რემატჩს დათანხმდა
UFC 294-ზე გასამართი საჩემპიონო ბრძოლა ჩაშლის რისკის ქვეშ დადგა. ჩარლზ ოლივეირა ტრავმის გამო მახაჩევთან ჩხუბს ჩაეხსნა. ყოფილმა ჩემპიონმა ამისთვის ბოდიშიც მოიხადა და საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით ტრავმის სურათებიც გამოაქვეყნა.
ყველაფერი ბრძოლის ჩაშლისკენ მიდიოდა, თუმცა, 10 დღით ადრე ალექს ვოლკანოვსკი ოქტაგონზე გასვლას დათანხმდა. ავსტრალიელს ისლამთან რევანში დიდი ხანია სურდა, თუმცა, ლოდინი უწევდა.
THIS IS NOT A DRILL 😱
— UFC (@ufc) October 11, 2023
Charles Oliveira is out of next Saturday's #UFC294 main event, @AlexVolkanovski is replacing in a rematch for the Lightweight title with @MakhachevMMA
[ @InAbuDhabi | #InAbuDhabi | @VisitAbuDhabi ] pic.twitter.com/zR3Nlqzl7P
ეს ყველაფერი არც ისე კარგია თოფურიასთვის, რომელიც საკმაო ხანია ალექსთან ბრძოლას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ ჰენრი სეხუდომაც კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილიასა და ავსტრალიელის დაპირისპირებაზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო. მისი თქმით, ორთაბრძოლა 20 იანვარს შედგებოდა. ვოლკანოვსკის მახაჩევთან ბრძოლა ნიშნავს, რომ ილიას კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი.