"თოფურია UFC-ში საუკეთესო მოკრივე არ არის" - ტერენს კროუფორდი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია UFC-ში ამ ეტაპზე ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ არის მიჩნეული. საინტერესოა, რომ ამ აზრს კრივის მსოფლიო ჩემპიონი ტერენს კროუფორდი არ ეთანხმება.
კოდი გარბრანდტი, აი ვინ არის UFC-ში საუკეთესო მოკრივე. დიახ, თოფურიაც მინახავს, მაგრამ კოდის კარგი ხელები აქვს. მე სუფთა კრივის უნარებზე ვსაუბრობ და არაფერ სხვაზე. უბრალოდ მგონია, რომ UFC-ში საუკეთესო საკრივო უნარები კოდის აქვს. - განაცხადა ტერენს კროუფორდმა
შეგახსენებთ, რომ ტერენს კროუფორდს წინ ძალიან მნიშვნელოვანი ჩხუბი ელის. 13 სექტემბერს ის კანელო ალვარესს ლას ვეგასში დაუპირისპირდება. ეს ორი მოკრივე ერთმანეთს WBA, WBC, IBF და WBO საშულო წონის მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის შეხვდებიან.