ქართველმა სუმოტორმა, იგივე ტოჩინოშინმა, აკი ბაშოზე გამართულ მე-6 ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა იკიოის დაუპირისპირდა და შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა.
მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინის ბალანსი შემდეგია – 4:2. შეგახსენებთ, რომ ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად ტოჩინოშინს აკი ბაშოზე (15 ბრძოლა 24 სექტემბრამდე) მინიმუმ 8 მოგება ესაჭიროება.