Belive

"ტიტულზე ბრძოლა მსურს" - ხამზატ ჩიმაევი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ხამზატ ჩიმაევს საქმეში დაბრუნება სურს. კავკასიელმა მებრძოლმა მომავალი ჩხუბის სავარაუდო თარიღი დაასახელა და სატიტულო ბრძოლაც მოითხოვა.

ყველაზე მეტად ჩემი დაბრუნება ოქტომბერში, აბუ დაბიში არის მოსალოდნელი. მოწინააღმდეგე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ტიტულისთვის ბრძოლა მსურს. 7 ბრძოლა ჩავატარე და შვიდივე მოვიგე. UFC ში არ არის მებრძოლი, რომელსაც 7 მოგება აქვს და ქამარზე არ უბრძოლია. - განაცხადა ზამხატ ჩიმაევმა

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევი რობეტ უიტეკერის წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო, თუმცა ჩიმაევი საჭმლით მოიწამლა. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ბუნებრივია, ბრძოლასაც ჩაეხსნა. ხამზატის ნაცვლად უიტეკერი ალისკეროვს შეხვდა და ნოკაუტით დაამარცხა.

სხვა სტატიები