თითქმის უნაკლო ძიუდო ბექაურისგან - ტაშკენტიდან საქართველო ერთ ვერცხლს წამოიღებს
10 საათის წინ
სხვა
1 წთ
ტაშკენტის გრანდ სლემის ბოლო დღემდე ისე მივედით, რომ მედალი არ მოგვიპოვებია. ბოლო დღესაც, საფინალო ბლოკში გასვლა მხოლოდ ლაშა ბექაურმა მოახერხა და მედალი გაგვინაღდა.
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გამოსვლა რუმინელ ალექს კრეტთან იპონით დაიწყო. მერვედფინალში ადგილობრივი დავლათ ბობონოვი სუფთად დაამარცხა, შემდეგ ეტაპზე კი ასევე იპონი შეასრულა კორეელ კიმთან მაშინ, როცა იუკოთი მარცხდებოდა.
ბექაურმა დამატებით დროში, ვაზარით დაამარცხა იაპონელი რიკუ ოკუდა და ფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევზე გავიდა. დაძაბულ ფინალში ფატიევმა 2 გდება შეასრულა და გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა (11:0).
ტაშკენტის გრანდ სლემზე საქართველო 14 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, თუმცა მედლის მოპოვება მხოლოდ ლაშა ბექაურმა მოახერხა.