Belive

ტიმურ არბუზოვი: "ვუყურე მსოფლიო ჩემპიონატს - ტატო გრიგალაშვილი დამსახურებული ჩემპიონია"

11 საათის წინ სხვა
1 წთ

22 წლის რუსი ძიუდოისტი - ტიმურ არბუზოვი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ კამერებთან გამოჩნდა და ჟურნალისტთან საუბრობს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, თავის ახალ წონით კატეგორიასა (90 კგ) და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ყველაზე საინტერესო, რაზეც მან ისაუბრა, იყო ის, რომ ემზადება 90 კგ-ში დებიუტისთვის და ასევე, მან ტატო გრიგალაშვილის მეოთხე მსოფლიო ჩემპიონობაზეც გააკეთა კომენტარი.

"მსოფლიო ჩემპიონატს სრულად ვუყურა და ვისიამოვნე. ჩემთვის რთულია ტატამიზეს გარედან ძიუდოს ყურება, თუმცა კარგი მსოფლიო ჩემპიონატი გამოდგა.

ჩემს წონას რაც შეეხება, ვნახე ტატო გრიგალაშვილის ჩემპიონობა და მინდა ვისარგებლო მომენტით და მას მივულოცო - სრულიად დამსახურებული იყო მისი ეს ჩემპიონობა, იგი ამტკიცებს, რომ ძალიან ძლიერია, რადგან 4 მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მხოლოდ გამორჩეულ ძიუდოისტებს აქვთ.

რაც შეეხება ჩემს ახალ წონას (90 კგ), მორგების პროცესში ვარ და ნოემბერში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე დავტესტავ საკუთარ ძალებს (გუნდურ პირველობაში), საიდანაც ნელ-ნელა დავიბრუნებ ოპტიმალურ საპასუხო კონდიციებს..." - ტიმურ არბუზოვი

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს ტიმურ აბუზოვმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიგო წითელი არშია, 2026 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე შეძლო მან ტატოს დამარცხება და ევროპის ჩემპიონიც კარიერაში პირველად მოიგო.

მან რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ტრავმა ჰქონდა და ტატამიზე დაბრუნების შემდეგ წონას შეიცვლიდა - ასეც მოხდა, იგი 90-კგ ში შეეცდება თავის დამკვიდრებას.

სხვა სტატიები