თანამშრომლობა გრძელდება: საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ და Live.ge-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გაახანგრძლივეს
4 წლის წინ
სხვა
1 წთ
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Live.ge-ის ჩვენი აქტიური მხარდაჭერისთვისა და ძიუდოს სიახლეების პროფესიონალურად გაშუქებისათვის. ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ენთუზიაზმითა და საერთო ძალებით, საზოგადოებამდე მივიტანოთ თითოეული ის პროექტი, რომელშიც საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია და მასში მონაწილე წევრები მიიღებენ მონაწილეობას," - განაცხადა ძიუდოს ეროვნულ ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა. "თანამშრომლობა გრძელდება. ძიუდო საქართველში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტია და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობაც ასე წარიმართა. ჩვენი მხრივ, შევეცდებით, ძიუდო გულშემატკივრებს მაქსიმალურად საინტერესო გზებით მივაწოდოთ და ასევე, ამ სპორტით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ", - აღნიშნა Live.ge-ის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი დოლიძემ.