Belive

ტერუნოფუჯი ოძეკია | მონღოლმა სუმოისტმა ძველი სტატუსი აღიდგინა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
29 წლის მონღოლმა სუმოისტმა ტერუნოფუჯიმ, რომელიც 2021 წლის მარტის ბაშოს გამარჯვებულია, ოძეკობა აღიდგინა. 2015 წელს მონღოლი რიკიში ოძეკის რანგში იყო წარმოდგენილი, თუმცა ტრავმის გამო მან არამხოლოდ ოძეკობა დაკარგა, არამედ მთელი 4 დივიზიონით დაქვეითდა და 2019 წლის მარტის ბაშოზე ჯონიდანის დივიზიონიდან დაიწყო ახალი კარიერული "აღმასვლა".
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრავმის პერიოდში ტერუნოფუჯი საკუთარ ოიაკატასთან, სახელად ისეგაჰამა (წარსულში იოკოძუნა ასაჰიფუჯი) 5-ჯერ იყო მისული თხოვნით, რომ კარიერის დასრულება უნდოდა, თუმცა ისეგაჰამამ მას აღნიშნულის უფლება არცერთ შემთხვევაში არ მისცა. ეს ინფორმაცია საჯაროდ გახდა ცნობილი და დღეს ძალიან ბევრი სუმოს ქომაგი მწვრთნელს სამადლობელ წერილს უგზავნის.
ტერუნოფუჯიმ ბოლო 3 ბაშოს განმავლობაში 36 გამარჯვება მოიპოვა, როგორც ზემოთ გითხარით მარტის ბაშო ჩემპიონის სტატუსით დაასრულა, ხოლო ნოემბერსა და იანვარში ვიცე-ჩემპიონის ამპლუა მოირგო. საგულისხმოა, რომ ბოლო 5 ბაშოს განმავლობაში ტერუნოფუჯიმ 2-ჯერ იზეიმა უმაღლესი დივიზიონის ჩემპიონობა, 2-ჯერ ვიცე ჩემპიონობა, ერთხელ კი ტურნირის დასრულება უბრალოდ ვერ მოახერხა, თუმცა იმ შემთხვევაშიც დადებითი ბალანსი უკვე მოპოვებული ჰქონდა.

სხვა სტატიები