Belive

ტედი რინერმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - წინ მსოფლიო ჩემპიონატია

1 წლის წინ სხვა
1 წთ

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოისტმა - ტედი რინერმა, მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ შეკრებაზე ტრავმა მიიღო.

ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 6-13 ოქტრომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩატარდება. ფრანგი ძიუდოისტი ინდივიდუალურ ვარჯიშებს მაროკოში, კერძოდ კი მარაკეშში ატარებდა. ვარჯიშის დროს მას ერთ-ერთი ძიუდოისტი კოჭზე დაეცა და ტერფის დაჭიმულობა გამოიწვია, რის გამოც 10-გზის მსოფლიო ჩემპიონი 1 თვე ვერ ივარჯიშებს.

ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას. როგორც მისი ექიმები საუბრობენ, ტედის გადაწყვეტილი აქვს, რომ 2017 წლის შემდეგ პირველად მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად შეუწყობს მიღებული ტრავმა ხელს.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ტედი რინერი 10-გზის მსოფლიო, 3-გზის ოლიმპიური და 5-გზის ევროპის ჩემპიონია.

სხვა სტატიები