Belive

ტედი რინერი შოჰეი ონოს: "შენ ხარ და დარჩები ამ სპორტის უდიდეს ლეგენდად..."

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი - ტედი რინერი, ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტის - შოჰეი ონოს, ძიუდოდან წასვლის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

View this post on Instagram

A post shared by Teddy Riner (@teddyriner)

"ძვირფასო ლეგენდავ, ჩემთვის დიდი პატივია გავიხსენო შენთან ერთად გატარებული თითოეული დღე და დრო. შენ ხარ და დარჩები ლეგენდად, ერთ-ერთ უდიდეს მებრძოლად ჩვენი სპორტის სახეობაში.

წარმატებებს გისურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში არაერთხელ მოგვეცემა შესაძლებლობა ერთმანეთს კვლავ შევხვდეთ ტატამზე და ტატამს გარეთ".

შეგახსენებთ, რომ 2-გზის ოლიმპიურმა და 3-გზის მსოფლიო ჩემპიონმა - შოჰეი ონომ, კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მასთან დაახლოებული პირის ცნობით, ონო სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.

სხვა სტატიები