Belive

ტედი რინერი: "განვაახლე ვარჯიში, ტატამზე ვბრუნდები..."

2 წლის წინ სხვა
1 წთ
3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - ტედი რინერი, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადისთვის მზადებას 2 წლით ადრე იწყებს. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოისტმა პარიზის ოლიმპიადამდე 2 წლით ადრე ვარჯიში განაახლა და აღნიშნა, რომ მომავალში, პარიზის ოლიმპიადამდე ტატამზე უფრო ხშირად ვიხილავთ. ტედი რინერმა ვარჯიში ბრაზილიაში, კერძოდ კი რიო-დე-ჟანეიროში განაახლა, სადაც 10 დღე დარჩება და ბრაზილიელ ძიუდოისტებთან ერთად წვრთნას გაივლის.
"ტატამზე , ბუდაპეშტის გრანდ სლემზე (8-10 ივლისი) დავბრუნდები. შემდეგ იქნება სხვა შეჯიბრებიც, თუმცა ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარმოვაჩენ თავს ბუდაპეშტში. საკუთარ თავს ვაძლევ დროს, ოქტომბერში მსურს, რომ მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე მივიღო, თუმცა იქამდე დიდი დროა...  შევიცვალე ჩემი ვარჯიშის სტილი, დავიწყე უფრო ინტენსიური მომზადება და ვარჯიშები, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ იქნება. ეს არის ჩემი პირველი გასვლითი მოსამზადებელი პერიოდი, სწორედ ამიტომ ავირჩიე ბრაზილია, რადგან აქ ძალიან ბევრი და კარგი გამოცდილი ძიუდოისტია. მიხარია, რომ ბრაზილიაში ჩამოსვლა გადავწყვიტე, სადაც მქონდა შეჯიბრები ცნობილ ბრაზილიელ ძიუდოისტებთან. ამით კმაყოფილი ვარ. მე ტატამზე ვბრუნდები..." - ტედი რინერი.
 

სხვა სტატიები