Belive

ტედი რინერი: "2028 წლის ოლიმპიადაზეც მინდა ასპარეზობა"

4 თვის წინ სხვა
1 წთ

2024 წლის ოლიმპიური თამაშების დასკვნითი საშეჯიბრო დღე ფრანგული ჰიმნით დაიხურა. +100 კგ წონით კატეგორიაში, ოლიმპიური ჩემპიონი - ტედი რინერი გახდა და მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტია.

კერძოდ - ტედი რინერი ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალი მოიპოვა, ასევე პირველი ძიუდოისტია ისტორიაში, რომელმაც 5-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.

ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა, ფრანგულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღების სურვილი აქვს.

"უბედნიერესი ვარ ოლიმპიური ჩემპიონობით. განსაკუთრებულია, რომ ოლიმპიური ოქრო საკუთარ კედლებში მოვიპოვე და ყველამ ერთად ვიზეიმეთ ეს ბედნიერება.

არ ვაპირებ კარიერის დასრულებას და მინდა, რომ 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მივიღო მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ვარ და სამომავლოდ ალბათ უფრო მეტად გამიჭირდება ასპარეზობა, თუმცა ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, რომ მაგარ ფორმაში შევხვდე 2028 წლის ოლიმპიადას, სადაც 39 წლის ვიქნები.

ყველაფერი წინ არის, თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, მზად ვარ შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე მივიღო მონაწილეობა..." - ტედი რინერი

შეგახსენებთ, რომ გარდა ოლიმპიური ჩემპიონობისა, ტედი რინერი 11-გზის მსოფლიოსა და 5-გზის ევროპის ჩემპიონია.

სხვა სტატიები