Belive

ტაისონ ფიური | ერთ-ერთი პირველი ვიქნები, რომელიც ომში ჩაერთვება

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ბრიტანელი მოკრივე - ტაისონ ფიური ოლეკსანდრ უსიკის, ვასილი ლომანჩენკოსა და ლეგენდარული ძმები კლიჩკოების გმირულ ქმედებას ეხმაუება და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრიტანეთი მსგავსი საფრთხის წინაშე დადგება, ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ქვეყნის დასაცავად ომში ჩაერთვება. მძიმე წონითი კატეგორიის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და მისი ძმა ვლადიმირი უკრაინის ტერიტორიალური თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ და უკრაინას რუსეთის აგრესიისგან იცავენ. იგივე გზა აირჩიეს სახელოვანმა უკრაინელმა მოკრივეებმა - კლიჩკოების მსგავსად, ოლეკსანდრ უსიკი და ვასილი ლომანჩენკოც საკუთარი სამშობლოს დასაცავად იბრძვიან.
"ფანტასტიკურია, იმ შემთხვევაში, თუ ინგლისი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, ერთ-ერთი პირველი ვიქნები, რომელიც სამშობლოს დასაცავად ომში ჩაერთვება. მამაჩემი და მეგობრები ჩემს პოზიციას იზიარებენ - მზად ვართ მოხალისეებად ჩავეწეროთ და ქვეყნის დასაცავად ვიბრძოლოთ. თუ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქვეყანაში ცხოვრობ, ყველაფერი უნდა გააკეთო შენი ქვეყნის დასაცავად. გიყვარდეს და იბრძოლე შენი ქვეყნისათვის", - აღნიშნა ტაისონ ფიურიმ. 

სხვა სტატიები