Belive

სუმოს განახლებული რეიტინგი | მარტის ბაშო

2 წლის წინ სხვა
2 წთ
13 მარტს 2022 წლის სუმოს რიგით მეორე სუპერტურნირი - ჰარუ ბაშო დაიწყება, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. ტურნირზე მონაწილეობას ამ სპორტის ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი მიიღებს.

სად ჩატარდება?


მარტის ბაშო | ლიდერთა სია 1

მარტის ბაშოს ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი უმასპინძლებს, რომელიც 8,000 ადამიანს იტევს.

სანიაკუ



იოკოძუნა ჰაკუჰოს როგორც მებრძოლის კარიერის დასრულების შემდეგ, უმაღლესი წოდების მქონე სუმოისტი მხოლოდ მონღოლი ტერუნოფუჯია. ოძეკის რანგში აღმოსავლეთიდან შოდაი, დასავლეთიდან კი პირველ ნომრად ტაკაკეიშო, ხოლო მეორე ნომრად მიტაკეუმი იქნებიან წარმოდგენილნი. აღსანიშნავია, რომ მიტაკეუმი ოძეკის რანგში პირველ ბაშოს ჩაატარებს - ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი იანვრის ბაშოს საჩემპიონო ტიტულს დაეუფლა.  იერარქიულად რიგით მესამე წოდება სეკივაკეა, რომელსაც ჰარუ ბაშოზე ვაკატაკაკაგე (აღმოსავლეთიდან) და აბი (დასავლეთიდან) მოირგებენ. სანიაკუს ანუ უმაღლესი წოდების მქონე მებრძოლების საზოგადოებაში ყველაზე დაბალი - კომუსუბის სტატუსი 2022 წლის ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთიდან ტაკანოშოს და დასავლეთიდან ჰოშორიუს ერგოთ.

ტოჩინოშინი



ექს-ოძეკი ტოჩინოშინი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისთვის "ანტირეკორდულ" საფეხურზე იქნება გამწესებული. მსგავსად 2022 წლის რიგით პირველი სუპერტურნირისა, ტოჩინოშინი ამჯერადაც ბოლო წლების ანტირეკორდულ პოზიციაზე იქნება წარმოდგენილი - ქართველ მებრძოლს ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას სტატუსით ვიხილავთ. საყურადღებოა, რომ მიუხედავად ქართველი სუმოისტის მიერ, განვლილ ბაშოზე დაფიქსირებული მინიმალური უარყოფითი ბალანსისა (7-8), სუმოს მამებმა ის არ დააქვეითეს.

სხვა სტატიები