სპორტსმენი სიკვდილისგან მისმა მწვრთნელმა იხსნა
1 წლის წინ
სხვა
2 წთ
"ძალიან შემეშინდა, რადგან დავინახე რომ ანიტა აღარ სუნთქავდა. მე მომიწია გადახტომა, რადგან მაშველებმა ვერ მოახერხეს საჭირო დროს რეაგირება. მიუხედავად ყველაფრისა, ახლა ის თავს კარგად გრძნობს. დაველოდებით ექიმების საბოლოო დასკვნას, შეძლებს თუ არა ანიტა პარასკევს, გუნდურ გამოსვლაში მონაწილეობის მიღებას."
უცნაურია, რომ ალვარესს ადრეც შეემთხვა მსგავსი რამ, გასული წლის 13 ივნისს, ბარსელონაში, ოლიმპიური საკვალიფიკაციო შეჯიბრის დროს. ამ შემთხვევაშიც მისი მწვრთნელი, ანდრეა აღმოჩნდა მხსნელი. მიუხედავად ინციდენტისა, ალვარესმა 87,6333 ქულა მოაგროვა და ფინალში მეშვიდე ადგილი დაიკავა, ღონისძიება კი იაპონელმა იუკიკო ინუიმ მოიგო, რომელმაც 95,3667 ქულა დააგროვა.Rapid rescue.@AFP photographers Oli Scarff and Peter Kohalmi capture the dramatic rescue of USA's Anita Alvarez from the bottom of the pool when she fainted during the women's solo free artistic swimming finals at the Budapest 2022 World Aquatics Championships pic.twitter.com/8Y0wo6lSUn
— AFP News Agency (@AFP) June 23, 2022