Belive

სიურპრიზი! Live.ge დევების ბაშოს ორგანიზებაში ჩაერთო

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი უკვე მეორედ, ხარაგაულში დევების ბაშოს ჩაატარებს, რომელსაც ორგანიზებას და მედია მხარდაჭერას Live.ge გაუწევს. დევების ბაშო წელს 29 დეკემბერს, ხარაგაულში დევების ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, ბაშოში მონაწილეობას კი ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს, რომელთა ნაწილიც ტურნირზე უკვე დარეგისტრირდა. ბაშოს პირდაპირ ტრანსლირებას, მონაწილეთა ინტერვიუებს და კომენტირებას Live.ge უზრუნველყოფს, კომენტატორები კი ჩვენი უცვლელი წამყვანები, ზაზა კონცელიძე და დიტო დოლიძე იქნებიან. მონაწილეთა წახალისების მიზნით კი,  ჩვენი გუნდი თითოეული ორთაბრძოლის გამარჯვებულს ფულად პრიზს გადასცემს. Live.ge ყოველთვის მზადაა, მსგავს სპორტულ პროექტებს, სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს და უზრუნველყოს ნებისმიერი სპორტული მოვლენის გაშუქება და ორგანიზება. 29 დეკემბერს, ყველას გელოდებით დევების ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხარაგაულში.

სხვა სტატიები