Belive

სისხლი, ცრემლი და ბრწყინვალე გამარჯვება - კონორ მაკგრეგორი დაბრუნდა!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
დაბრუნდა! დაბრუნებაც არის და დაბრუნებაც, ოქტაგონს მონატრებულმა კონორ მაკგრეგორმა შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ირლანდიელმა მებრძოლმა, რომელსაც ბოლო ორი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვთან და ფლოიდ მეივეზერთან წაგებული ჰქონდა დავიდ სერონი აგრესიული ჩხუბით დაამარცხა. "ნოტარიუსს" გამარჯვების მოსაპოვებლად 1 წუთიც კი არ დასჭირდა. UFC 246-ის მთავარი ბრძოლის დაწყებიდან თითქმის 40 წამის შემდეგ, კონორის ფეხის უძლიერესი მოხვედრით დარეტიანებული და დასისხლიანებული "ქოვბოი" ოქტაგონზე იწვა, კონორი კი გამარჯვებას ზეიმობდა - ტექნიკური ნოკაუტი. აღსანიშნავია ირლანდიელის ღირსეული ჟესტი, რომელიც ბრძოლის დასრულების შემდეგ მეტოქეს გადაეხვია და ანუგეშა.

სხვა სტატიები