Belive

შოკისმომგვრელი კადრების შემდეგ, სამხრეთ აფრიკელი მოკრივე ტრაგიკულად დაიღუპა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

სამხრეთ აფრიკელი მოკრივე - სიმისო ბუთელეზი, ტრაგიკულად დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა შოკისმომგვრელმა კადრებმა, მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. 5 ივნისს, WBF-ის ეგიდით გამართულ ივენთზე, მსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლაში, სიმისო ბუთელეზისა და სიფესილე მნტუნგვას დაპირისპირება შედგა. ბრძოლა ბუთელეზის უპირატესობით მიმდინარეობდა და ერთ-ერთ ეპიზოდში მან მეტოქის ნოკდაუნში ჩაგდებაც მოახერხა, თუმცა მოწინააღმდეგემ ფეხზე დროულად წამოდგომა შეძლო. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ, არბიტრმა მებრძოლებს ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა, მაგრამ სიმისო ბუთელეზიმ მეტოქეს ზურგი აქცია და "წარმოსახვით" მოწინააღმდეგესთან დაიწყო ბრძოლა - რის გამოც ბრძოლა დაუყოვნებლივ შეწყდა.

ოფიციალურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბრძოლის შედეგად, ბუთელეზიმ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და გაითიშა. მოკრივე დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ დარტყმების შემდეგ, სიმისო ბუთელეზიმ ტვინის დაზიანება მიიღო და ფარული სისხლდენა დაეწყო. აფრიკელი მოკრივე დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო პერსონალმა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველა ღონე იხმარა. სამწუხაროდ, ექიმების თავდაუზოგავი ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა და მოკრივე დაიღუპა.