Belive

შესაძლოა UFC 297-ზე თოფურიასა და ჰოლოვეის დაპირისპირება შედგეს

6 თვის წინ სხვა
1 წთ

შესაძლოა, ილია თოფურიას კარიერა UFC-ში სულ სხვა გზით წავიდეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილია 20 იანვარს ვოლკანოვსკის უნდა შეხვედროდა, თუმცა, ავსტრალიელი მახაჩევთან რემატჩს დათანხმდა. ილიასა და ალექსის დაპირისპირება ქვემსუბუქი წონის ქამარზე უნდა შემდგარიყო, რომელსაც ავსტრალიელი 2019 წლის შემდეგ ფლობს.

ბოლო დღეებია MMA-ს სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ UFC-მ შესაძლოა მაქს ჰოლოვეისა და ილია თოფურიას ბრძოლა ჩანიშნოს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალური არ არის, მაგრამ როგორც SPORTSKEEDA და MMA UNCESORED ამბობს, დიდია შანსი, რომ ეს დაპირისპირება შედგება. მათი თქმით, ბრძოლა იანვარში UFC 297-ზე ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარზე შედგება.

სხვა სტატიები