შესაძლოა სეულში ილია თოფურიასა და კორეელი ზომბის დაპირისპირება ვიხილოთ
MMA UNCENSORED-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ერთმანეთს ილია თოფურია და ჩანგ სუნგ იუნგი იგივე "კორეელი ზომბი" დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ორთაბრძოლა საღამოს მთავარი დაპირისპირება იქნება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, შეხვედრა 29 აპრილს, სამხრეთ კორეის დედაქალაქში - სეულში გაიმართება.
Korean Zombie vs Ilia Topuria targeted to headline UFC event on April 29th in Seoul Korea. pic.twitter.com/SJmg7KyllR
— MMA UNCENSORED (@MMAUNCENSORED1) February 26, 2023
საინტერესოა, რომ ილიამ WEBPOSITER-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მის მომავალ ბრძოლაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. როგორც მან თქვა, სავარაუდოდ, ბრძოლას არა ქვემსუბუქში, არამედ მსუბუქ წონაში გამართავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კორეელ ზომბს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი იწვევს. გიგა ჭიკაძემ რამდენიმე დღის წინ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აზიელს ოქტაგონზე უხმობდა.
"ვიცი, რომ ზომბებს აღსადგენად დიდი დრო არ სჭირდებათ. შენი საქმე როგორ მიდის? 6 მაისი შენთვის კარგი თარიღია?"
I know zombies’ don’t take too long to recover, how is yours going @KoreanZombieMMA ?
— GIGACHAD (@giga_chikadze) February 22, 2023
Does May 6 #UFC288 sound right for you…? 🥷🏻🆚🧟♂️@ufc @danawhite @seanshelby @AliAbdelaziz00