Belive

"შენს წონაში კონტენდერი არ უნდა დატოვო და შემდეგ შეიცვალო წონა" - ბელალი თოფურიაზე

5 დღის წინ სხვა
1 წთ

ქვესაშუალო წონის ჩემპიონი ბელალ მუჰამადი თვლის, რომ ილია ჯერ მსუბუქ წონაში არ უნდა ასულიყო. მისი თქმით, "მატადორს" დივიზიონი ბოლომდე არ გაუსუფთავებია და რამდენიმე სერიოზული სახელი კიდევ არის დარჩენილი.

ჩემი აზრით, იმისათვის რომ ზედა წონაში ასვლის იდეა გაგიჩნდეს, შენს დივიზიონში ყველა TOP 5-ის მებრძოლი უნდა დაამარცხო. შენი წონა უნდა გაასუფთაო, კონტენდერი არ უნდა დარჩეს. ილიას ალექსის და მაქსის წინააღმდეგ ორი უზარმაზარი გამარჯვება ჰქონდა. ილია ამბობს, რომ ქვემსუბუქ წონაში საქმე შეასრულა, როცა რამდენიმე ბიჭი კვლავ არის დარჩენილი. - განაცხადა ბელალ მუჰამადმა

შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურიამ ქამარი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკის წინააღმდეგ მოიპოვა და ტიტული მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა. წონის კლებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ილიამ დივიზიონი შეიცვალა და ახლა მსუბუქ წონაში იბრძოლებს. ქართველის მთავარი სასურველი ოპონენტი ჩემპიონი ისლამ მახაჩევია.

სხვა სტატიები