Belive

"შენს მოგებაზე დავდე და ახლა მანქანაში მძინავს" - დიაზმა უცხო პირს ბინის ქირა გადაუხადა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
10 დღის წინ, UFC 244-ის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში ნეიტ დიაზი ხორხე მასვიდალს დაუპირისპირდა და მეტოქესთან 3 რაუნდში დამარცხდა. დიასმა რამდენიმე დღის წინ Instagram-ში პოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც ერთ-ერთმა მომხმარებელმა საინტერესო კომენტარი განათავსა: "ნეიტ, წავაგე ბინის ქირის თანხა, რომელიც შენს მოგებაზე მედო. ახლა მანქანაში მძინავს." მოგვიანებით მომხმარებელმა ნეიტთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა. როგორც აღმოჩნდა, დიაზი უცხო პირს თანხით დაეხმარა. "ნეიტის საქციელი აღფრთოვანებას იწვევს. მან იმაზე მეტი თანხა გამომიგზავნა, ვიდრე ვუთხარი. როდესაც კომენტარს ვწერდი, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ის ამას წაიკითხავდა. დიაზს შევატყობინე კიდეც, რომ ვიხუმრე და მანქანაში არ მეძინა," - დაწერა მომხმარებელმა.