Belive

"შენ სად ხარ?" - ილია თოფურია ბრაიან ორტეგას პოსტს გამოეხმაურა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია სოციალური ქსელის საშუალებით ვარჯიშის ვიდეოებს აქტიურად ავრცელებს. "ელ მატადორს" ჯერჯერობით ბრძოლა არ აქვს ჩანიშნული და მეტოქის ძიებაშია. ილია სოციალური ქსელის საშუალებით ბრაიან ორტეგას პოსტს გამოეხმაურა.

ამერიკელმა მებრძოლმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით ხაბიბს მიმართა:

"ხაბიბ სად არის?"

ამ ყველაფერს კი ილია ასე გამოეხმაურა:

"შენ სად ხარ"

შეგახსნებთ, რომ მისი ბოლო ბრძოლა ილიამ ბრაის მიტჩელთან ჩაატარა, რომლშიც გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება ილიასთვის კარიერაში მე-13, UFC-კი მე-5 იყო. ამის შედეგად, ქართველმა UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალ რეიტინგში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

სხვა სტატიები