"შემდეგი ჩხუბი მერაბთან იქნება, UFC-მ მას ამის გარანტია მისცა" - პიოტრ იანი
2 საათის წინ
სხვა
1 წთ
პიოტრ იანი დარწმუნებულია, რომ მისი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ იქნება. ის ამბობს, რომ UFC-მ მერაბს რემატჩის გარანტია მისცა. აღსანიშნავია, რომ იგივე მერაბმაც აღნიშნა. იანმა ბრძოლის სავარაუდო თარიღიც დაასახელა.
ჩემი შემდეგი ბრძოლა უკვე გადაწყვეტილია. UFC-მ მერაბს რემატჩის გარანტია მისცა. როგორც კი მზად იქნება და ძალებს სრულად აღიდგენს, ჩხუბი შედგება. შესაძლოა ეს გაზაფხულზე ან ზაფხულში მოხდეს, ბოსებისგან გადაწყვეტილების მიღებას ველოდებით. - განაცხადა პიოტრ იანმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მეორე ჩხუბი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ახლა სუპერმსუბუქ წონას სათავეში იანი უდგას და დვალიშვილი ქამრის დაბრუნებას მალევე შეეცდება.