Belive

"შე***ი კორეელო ზომბო" - ჭიკაძემ UFC-ს მებრძოლს მიმართა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC Vegas 46-ის ივენთზე კელვინ კატართან განცდილი მარცხის შემდეგ, გიგა ჭიკაძემ ფანებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, ქართველმა მებრძოლმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, ხოლო UFC-ს მებრძოლი - ჩან სუნ იუნი (“კორეელ ზომბი”) არც ისე სასიამოვნოდ მოიხსენია.
"ჩემს ნამდვილ გულშემატკივარს მადლობას ვუხდი -  ძალიან მიყვარხართ! ფანების გამო ვალდებული ვარ მალე დავბრუნდე. გარშემო უამრავი ყალბი ადამიანია, მაგრამ რას ვიზავთ. შე***ცი კორეელო ზომბი! გახარებული მხოლოდ მაშინ უნდა იყო, როდესაც ვინმე შენთან ბრძოლაში დამარცხდება".

Capture

ჭიკაძის პოსტი უყურადღებოდ არც ჩან სუნ იუნს დარჩენია - "კორეელმა ზომბიმ" ქართველი მებრძოლის პოსტი გადააზიარა და სიცილის სმაილებთან ერთად უპასუხა: "დამშვიდდი და დაისვენე".

სხვა სტატიები