Belive

სერხიო პერესის საშინელი ავარია მონაკოში

6 თვის წინ სხვა
1 წთ

მონაკოს გრან პრი "რედ ბულისთვის" ძალიან ცუდად დასრულდა. გარდა იმისა, რომ პოდიუმზე ადგილები უშუალო კონკურენტის "ფერარის" პილოტებმა დაიკავეს, სერხიო "ჩეკო" პერესი მძიმე დაზიანებას სასწაულებრივად გადაურჩა.

მექსიკელმა მრბოლელმა შეჯიბრი პირველივე წრეზე, მძიმე ავარიის შემდეგ დაასრულა. Red Bull-ის პილოტსა და მის უკან მომავალ Haas-ის კევინ მაგნუსენს შორის კონტაქტი შედგა, რამაც პერესის ბოლიდი დაატრიალა და ტრასაზე უმართავი გახადა. თითქმის 200 კმ/სთ სიჩქარით მიმავალი პერესი ჯებირებს შეეჯახა და პირველადი კონტაქტის ადგილიდან 300 მეტრის მოშორებით შეწყვიტა ინერციით მოძრაობა. ბოლიდი სრულად განადგურდა.

რედ ბულის გუნდმა მონაკოს უკანასკნელი გრან პრი სწრაფად უნდა დაივიწყოს, რადგან ერთი პილოტი უმძიმეს დაზიანებებს გადაურჩა, მათი მთავარი ვარკვლავი მაქს ვერსტაპენი კი მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა. პირველ და მესამე ადგილებზე ფერარის ლეკლერი და საინსი გავიდნენ, მათ შორის კი ფინიშის ხაზი "მაკლარენის" პიასტრიმ გადაკვეთა.

სხვა სტატიები