Belive

"საშიში პერსონაჟის როლს კარგად ირგებს" - ვოლკანოვსკი ილია თოფურიაზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალს 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღონისძიება გველის. UFC 298-ის მთავარი ბრძოლა ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის შორის შედგება. ავსტრალიელის დამარცხების შემთხვევაში "მატადორი" ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდება. ილია პირველი ქართველი იქნება, ვინც UFC-ის ტიტულს დაეუფლება.

თოფურია საკუთარ ძალებში ძალიან დარწმუნებულია და სოციალურ ქსელში საკუთარი რეკორდიც უკვე შეცვალა. ეს თავდაჯერება ვოლკანოვსკის ძალიან აღიზიანებს და ამის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როცა ჩემთან დამარცხდება მინდა, რომ Instagram-ის BIO საკუთარი ხელით შეცვალოს. ის ფიქრობს, რომ სუპერვარსკვლავია ან საშიში პერსონაჟის როლს კარგად ირგებს. მან თქვა, რომ ჩემპიონობის შემდეგ, მაღალი დონის კანდიდატებს არ შეხვდება. ეს არც ისე კარგად ჟღერს. ილია კარგი მებრძოლია. მოუწევს ისეთი რამ გვაჩვენოს, რაც აქამდე არ გვინახავს. ბევრი კარგი კომბინაცია აქვს და ვნახოთ თუ შეძლებს მომარტყას. მე დეტალურად შემიძლია აგიხსნათ როგორ იბრძვის. ის რაღაც სისულელეებზე ლაპარაკობს, თითქოს ჯერ საკუთარი შესაძლებლობები არ დამიმტკიცებია. როცა ილიას ვარჯიშის კადრებს ვუყურებ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მისი პარტნიორები იმას აკეთებენ, რაც თავად სურს. მე კი საკუთარ თავს წამგებიან პოზიციებში ვაყენებ და ასე ვმუშაობ. ხალხი ამბობს, რომ მას კარგი გრეპლინგი აქვს. ჩემთვის ეს ბავშვების გრეპლინგი უფრო არის. შეხედეთ ყოველდღე როგორ ხალხთან ერთად ვვარჯიშობ, შეხედეთ როგორ მებრძოლებთან ვიჩხუბე. მე წონაც კი შევიცვალე და მაღალ დივიზიონში ისლამს დავუპირისპირდი. ილიას გრეპლინგი მახაჩევთან შედარებით არაფერია. ასე, რომ მისი ჭიდაობა არ გამაკვირვებს. მე ილიას იმაზე კარგი ვარიანტისთვის ვემზადები, ვიდრე აქამდე გვინახავს. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს მერაბ დვალიშვილსაც ვიხილავთ. მერაბის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება, რომელიც 2 წონის ყოფილი ჩემპიონია. Triple C-ის დამარცხების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს.

სხვა სტატიები