Belive

საქართველოს ხელბურთის ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, თბილისში, ისლანდიასთან 25:30 დამარცხდა. პირველი ტაიმის შემდეგ ქართველი ხელბურთელები მინიმალური სხვაობით მარცხდებოდნენ (13:14), მაგრამ მეორე ტაიმში ისლანდიამ შეძლო და უპირატესობა გაზარდა (12:16).

საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან 9 გოლი გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა, 5 გიორგი ცხოვრებაძემ, 3-3 ირაკლი კბილაშვილმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ და ერეკლე არსენაშვილმა, ხოლო გიორგი ლაფიაშვილის ანგარიშზე 2 გოლია.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ქულის გარეშეა, ჩვენი ნაკრები მომდევნო მატჩს 12 მარტს, ბოსნია-ჰერცოგოვინის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები