საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა. ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, ჩვენმა ნაკრებმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ქუვეითს 28:24 მოუგო.
ტიტე კალანდაძის გუნდიდან 8 გოლით ყველაზე შედეგიანი გიორგი დიხამინჯია იყო, გიორგი ცხოვრებაძის ანგარიშზე 6 ბურთია, 5 გაიტანა ნიკოლოზ კალანდაძემ, 3 მირიან გავაშელიშვილმა, 3 ერეკლე არსენაშვილმა, ხოლო თითო-თითო გიორგი ლაპიაშვილმა, ვახტანგ ხელისუფალმა და გიორგი არეშიძემ მიითვალეს.
ქართველი ხელბურთელები მეორე ამხანაგურ მატჩს ალჟირის წინააღმდეგ გამართავენ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე 17 იანვარს ხორვატიას შეხვდება, 19 იანვარს შვედეთს, ხოლო 21 იანვარს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.