Belive

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მორიგი ტექნიკური წაგება

3 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს მსოფლიო 2024 წლის შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე მორიგი ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. უეფამ ამის შესახებ თავის ოფიციალურ საიტზე დაწერა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ და ევროპის გასული ორი გათამაშების ჩემპიონ პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით - 2:1 დაამარცხა, პორტუგალიის მიერ წარდგენილი საჩივრის გამო საქართველოს ნაკრებს ტექნიკური წაგება 0:5 ჩაეთვალა.

უეფას ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ნაკრებში ლეგიონერების თამაშია. მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე პორტუგალიელებმა დაწინაურება მოახერხეს გოლის გატანა ნევეშმა შეძლო. საქართველოს მხრიდან ანგარიშის გათანაბრება ჩიმბამ მოახერხა, ხოლო მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრები დაწინაურდა, ამჯერად, ჩიმბამ საგოლე გადაცემა გააკეთა და გიორგი ღავთაძემ გოლი გაიტანა. მატჩში ორი ბრაზილიელი ლეგიონერი იყო - ჩიმბა და რონინიო.

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ საჩივრები იყო როგორც, პორტუგალიელებისგან ასევე ფინელებისგანაც, ზედიზედ მეორე ტექნიკური წაგებით ჩვენი ნაკრები ბოლო ადგილზე გავიდა, საბოლოოდ ცხრილში მდგომარეობა ასეთია: