Belive

საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა ანგარიშით 7:0 მოიგო

5 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის “დ” ჯგუფის მეორე მატჩში ისრაელი გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მეტოქის კარი სამჯერ ბრაზილიელმა თალესმა აიღო, 1-1 გოლით კი თავი გამოიჩინეს შოთა თოფურიამ, ფუმასამ, გია ნიყვაშვილმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა, საქართველომ კი 7:0 მოიგო. საქართველო – ისრაელი 7:0 გოლები: 1:0 თალესი (4), 2:0 თოფურია (6), 3:0 თალესი (9), 4:0 ფუმასა (9), 5:0 თალესი (10), 6:0 ნიყვაშვილი (24), 7:0 ჯვარაშვილი (36) საქართველო: კუპატაძე, რონინიო, საიოტი, სებისკვერაძე, თალესი – ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ფუმასა, ზედელაშვილი, კურტანიძე, ნიკვაშვილი მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი ჯგუფის მეორე შეხვედრაში გერმანიამ დანია 5:2 დაამარცხა, მეორე ადგილზე დაწინაურდა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო მატჩში ფრეც ხელს აძლევს. რაც შეეხებათ „ჯვაროსნებს“, მათ ჯგუფიდან გასვლა უკვე გაინაღდეს.
გუნდი
საქართველო 2 2 0 0 12:1 6
გერმანია 2 1 0 1 6:7 3
დანია 2 0 1 1 3:6 1
ისრაელი 2 0 1 1 1:8 1
 

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები