ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, 4-11 აპრილს მოსკოვში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება. ბათუმში გავლილი დასკვნითი შეკრების შემდეგ, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მოსკოვში დღეს დილით გაემგზავრა.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა:
55 კგ. – გიორგი დოკვაძე
61 კგ. – შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი
67 კგ. – გოგა ჩხეიძე,
73 კგ. – კახი ასანიძე
89 კგ. – რევაზ დავითაძე
96 კგ. – ანტონ პლესნოი
102 კგ. – ირაკლი ჩხეიძე
+109 კგ. ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე
გოგონები:
81 კგ. – ნათია გადელია
87 კგ. – ანასტასია გოტფრიდი