Belive

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვა

2 წლის წინ სხვა
1 წთ

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი მედლები მოიპოვა.

109 კგ. წონით კატეგორიაში, გიორგი ჩხეიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და საქართველოს ნაკრებს 2 ვერცხლის მედალი შესძინა.

ბოგოტაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩხეიძემ ატაცში 170 კგ, ხოლო აკვრაში 219 კგ-ი დააფიქსირა, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და ქართველი ძალოსანი ვერცხლს დაეუფლა. ორჭიდის ჯამში, ჩხეიძემ 389 კგ-ი დააფიქსირა, რაც ასევე მეორე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა და ვერცხლის სინჯის მედლით შეფასდა.

109 კგ. წონით კატეგორიაში, გიორგი ჩხეიძესთან ერთად კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა - ზაზა ლომთაძემ იასპარეზა, რომელმაც ორჭიდში დაგროვებული 378 კილოგრამით მე-7 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, ბოგოტაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით მონაწილეობს. +109 კგ. წონით კატეგორიაში, ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეექვსედ შეეცდება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

სხვა სტატიები