Belive

საქართველო 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

1 წლის წინ სხვა
2 წთ

2022 წლის 1-იდან 10 ოქტომბრამდე, საქართველო თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ტურნირში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, რუმინეთი, გერმანია და ჩეხეთი. ტურნიტი პლეი-ოფის სისტემით გაიმართება და შეხვედრებს „რაგბი პლატო“ და „ხარები არენაზე“ უმასპინძლებს.

საქართველო პირველ შეხვედრას 1/4-ფინალში ჩეხეთთან გამართავს. მატჩი 2 ოქტომბერს, „ხარები არენაზე“ 16:15 საათზე დაიწყება.

5 ოქტომბერს დამარცხებული გუნდები მე-5 ადგილის, ხოლო გამარჯვებულები თასის ნახევარფინალებს გამართავენ. საქართველო გამარჯვების შემთხვევაში ბელგია-ნიდერლანდების წყვილს შორის საუკეთესოს „რაგბი პლატოზე“ 16:15 საათზე შეხვედბა. ფინალური შეხვედრები 9 ოქტომბერს გაიმართება.

ამასთან დაკავშირებით, 18-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა. განცხადება გაავცელა:

„მსგავსი ტურნირების მასპინძლობა ძალიან კარგია, რადგან ეს ხელს უწყობს რაგბის პოპულარიზაციას, რაც გულისხმობს მეტ მორაგბეს, მეტ კლუბს და ამით იზრდება ჯანსაღი კონკურენცია. რაც უფრო მეტი მაღალი დონის მოთამაშე გვეყოლება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ნაკრებების თამაშის ხარისხი“.

„ასევე, ბიჭებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშონ, რაც ზრდის მათ მოტივაციას. ეს არის დიდი ბედნიერება მშობლებისთვის, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა უქომაგონ შვილებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ. სამშობლოში თამაში ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას და ტიტულის დაცვასთან ერთად ვეცდებით, რომ გულშემატკივარი ხარისხიანი, სანახაობრივი თამაშებით გავახაროთ.“

სხვა სტატიები