Belive

სანდრო ალთუნაშვილი: "გულშემატკივრის მხარდაჭერით შემდეგ ეტაპზე გასვლა შესაძლებელია"

2 წლის წინ სხვა
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი" სლოვაკეთის ჩემპიონ, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ ბრატისლავის "სლოვანს". მას შემდეგ, რაც შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ქართული გუნდების საევროტურნირო მეტოქეები გაირკვა, Live.ge აჭარული კლუბის და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, სანდრო ალთუნაშვილს დაუკავშირდა და მეტოქის შესახებ კომენტარი მოისმინა.
"ჯერ გამიჭირდება იმის თქმა, თუ როგორი მატჩი იქნება, რადგან მეტოქის თამაშები ჯერ არ გვინახავს და არ გაგვირჩევია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ძლიერი გუნდია. ყველამ კარგად ვიცით თუ ვინ არის ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი და გამორჩეული ფეხბურთელები. ჯაბა და გურამი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან და რთული თამაში იქნება, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩვენი გულშემატკივრების გვერდში დგომით შესაძლებელია ამ ბარიერის დაძლევა და შემდეგ ეტაპზე გასვლა", - თქვა 25 წლის ფეხბურთელმა.
პირველი შეხვედრა ბრატისლავაში 5 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი ბათუმში 12 ივლისს შედგება.

სხვა სტატიები