ჩილესა და არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი, რომელიც ამჟამად ბრაზილიურ კლუბ „სანტოსს“ ხელმძღვანელობს, შესაძლოა სამუშაოდ ევროპაში დაბრუნდეს.
არგენტინელი სპეციალისტის გადაბირებით საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბი „ლიონი“ ინტერესდება.
„ოლიმპიკმა“ 7 ოქტომბერს დაკავებული თანამდებობიდან სილვინიო გაუშვა და მას შემდეგ მწვრთნელობის შესაძლო კანდიდატების განხილვა დაიწყო, სამპაოლი ამ კანდიდატებს შორის ლიდერობს.
მართალია, „ლიონმა“ სეზონი 2 გამარჯვებით დაიწყო, თუმცა შემდეგ მიჯრით 7 დაპირისპირებაში გამარჯვება ვერ მოახერხა და სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-14 ადგილზეა.
გარდა სამპაოლისა, „ლიონი“ ლორან ბლანისა და არსენ ვენგერის კანდიდატურებსაც განიხილავს.
სამპაოლის ევროპულ კლუბებში მუშაობის გამოცდილება აქამდეც ჰქონია. ის 2016/17 წლების სეზონში სევილიას თავკაცობდა.