Belive

სახლი, მანქანები და სოლიდური თანხა - რა პრიზებს მიიღებს ოლიმპიური ჩემპიონი დიორა კელდიოროვა

3 თვის წინ სხვა
2 წთ

უზბეკური ძიუდოს ისტორიაში პირველად, ქვეყანას ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს და თანაც ქალთა შორის. ამ ისტორიული მიღწევის ავტორი - დიორა კელდიოროვაა, რომელმაც 52 კგ წონით კატეგორიაში ტატამზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო.

ალბათ, თვალს თუ გადავავლებთ იმ სპორტსმენების ჩამონათვალს, რომლებიც უზბეკმა ძიუდოისტმა დაამარცხა, ეჭვი არავის შეეპარება, რომ იგი ოლიმპიურ ჩემპიონობას იმსახურებდა.

დიორა კელდიოროვამ მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ იგი ნამდვილი მებრძოლია და ძიუდოს ტექნიკის შეუდარებელი არსენალი აქვს. არ დაგვავიწყდეს ის ყველაფერი, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ წონით კატეგორიაზე, რომელშიც უძლიერესი ქალი ფალავნები: უტა აბე, დისტრია კრასნიქი, ამანდინ ბუშარი და ოდეტ გიუფრიდა ასპარეზობენ.

26 წლის უზბეკი გოგოს ოლიმპიური ჩემპიონობა არც გამართლება ყოფილა და არც სპორტული იღბალი. მან ოლიმპიადის დაწყებამდეც დაამტკიცა, რომ ამ წონით კატეგორიაში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ოქროს მედლისთვის მიდიოდა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დიორა კელდიოროვამ სახელმწიფოსგან და სხვადასხვა კომპანიებისგან საჩუქრები მიიღო:

  • სახელმწიფოსგან მიიღო - $200 000

  • Chevrolet Tahoe 2023 წლის

  • 3 ოთახიანი ბინა დედაქალაქ ტაშკენტში

  • 3 ოთახიანი ბინა ქალაქ უნგერჩში

  • Chevrolet Malibu 2 2023 წლის

ამ ყველაფრის საერთო ღირებულება დაახლოებით 526 ათასი დოლარია.

26 წლის უზბეკმა ფალავანმა - დიორა კელდიოროვამ, პარიზის ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ბრძოლაში შემდეგი მეტოქეები დაამარცხა.

  • მეორე რაუნდი - უტა აბე (იაპონია)

  • 1/4-ფინალი - მაშა ბალჰაუსი (გერმანია)

  • 1/2-ფინალი - ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი)

  • ფინალი - დისტრია კრასნიქი (კოსოვო)

სხვა სტატიები