Belive

რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძემ ვლადიმერ პუტინთან ერთად ივარჯიშა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ორენბურგის ოლქის ძიუდოს ფედერაცია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე, წარმოშობით გორელი სპორტსმენი, რობერტ მშვიდობაძე რუსეთის პრეზიდენტთან - ვლადიმერ პუტინთან ერთად ვარჯიშობს და შემდეგ ფოტოებს იღებს. რობერტ მშვიდობაძე სოჭში რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს და 22-24 თებერვალს გერმანიაში გაემგზავრება, სადაც დიუსელდორფის გრანდ სლემზე მიიღებს მონაწილეობას. იგი -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. „ვლადიმერ პუტინი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან - რობერტ მშვიდობაძესთან ერთად“ - ასე ასათაურებს ორენბურგის ძიუდოს ფედერაცია საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

სხვა სტატიები