Belive

რუმინეთთან მარცხის შემდეგ კაპიტანმა გულშემატკივრებს მიმართა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები რუმინეთთან დიდი ანგარიშით (11:18) დამარცხდა. რუმინეთი ამ გამარჯვების შემდეგ ფავორიტ ესპანეთის ნაკრებს მერვედფინალში დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რევაზ იმნაიშვილმა გულშემატკივრებისთვის საგანგებო მიმართვა გაავრცელა:

უპირველესად, გვინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს გულშემატკივრებს იმისთვის, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მხარში გვედგნენ და გვამხნევებდნენ! ამას ყოველთვის და ყველგან ვგრძნობთ. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშს ახლავს. სწორედ ამიტომ იყო გუშინდელი თამაში ჩვენთვის გაკვეთილი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვემახსოვრება და იმასაც შეგვახსენებს, რომ სპორტში ყველაფერი ხდება.

ამ უმნიშვნელოვანეს თამაშში, მოვლენები ყველასთვის მოულოდნელად განვითარდა. ვიცით, ბევრს გავუცრუეთ იმედი, პირველ რიგში, საკუთარ თავს, და ამის გამოსასწორებლად ყველაფერს გავაკეთებთ! ზუსტად ასეთი მარცხით და მტკივნეული დაცემით ყალიბდებიან დიდი გუნდები და აღწევენ წარმატებას. კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას ყველას გაგებისა და გვერდში დგომისთვის! - ნათქვამია რეზი იმნაიშვილის განცხადებაში

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში გამართული სამივე შეხვედრრა დათმო. ჩვენი გუნდი პირველ მატჩში იტალიის უძლიერეს გუნდთან (5:22) განადგურდა, უნგრეთთან დაძაბულ ბრძოლაში (11:14) დავმარცხდით, ჯგუფის ბოლო მატჩში კი ბერძნებმა მარტივად (9:18) მოგვიგეს.

ევროპის ჩემპიონატზე ქართთველები შემდეგ შეხვედრას შაბათს, გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ, სადაც მე-9/მე-12 ადგილოსნების ბედი უნდა გაირკვეს.