Belive

"როცა მსგავსი გამოწვევის გამოვლა გიწევს, საბრძოლო მზადებაში ყოფნა არ გინდა" - შონ ო'მალი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალიმ ილია თოფურიას გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. "შუგამ" "მატადორზე" დადებითად ისაუბრა და თქვა, რომ მის გამო თავს ცუდად გრძნობს.

ილიას გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ეს ყველაფერი საჯარო გახდა და სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს. როცა ასეთ საკითხთან გამკლავება გიწევს, საბრძოლო კემპში ყოფნა ნამდვილად არ გინდა. როდესაც შვილები გყავს, მსგავს საკითხებთან გამკლავება კიდევ უფრო რთულია. მის გამო თავს მართლა ცუდად ვგრძნობ.

ილიას და პადის ნახვა ძალიან მსურს. მისი და ისლამის ჩხუბიც მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ ვნახავთ. - ამბობს შონ ო'მალი

შეგახსენებთ, რომ ოჯახური პრობლემების გამო ილია თოფურიას ქამრის ვაკანტურად გამოცხადება მოუხდა. ახლა მსუბუქი წონის ვაკანტური ტიტულისთვის პადი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იბრძოლებენ.

როგორც ილია ამბობს, 2026 წლის პირველ მეოთხედში არავითარ შემთხვევაში არ იბრძოლებს.

სხვა სტატიები