ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ წელიწადში €31 მილიონს გამოიმუშავებს, რაც იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ნებისმიერი ფეხბურთელის ხელფასს მინიმუმ 3-ჯერ აღემატება.
"იუვენტუსმა" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გასულ სატრანსფერო პერიოდში შეიძინა და მასში €100 მილიონი გადაიხადა.
მიმდინარე სეზონში "იუვემ" უკვე 3 შედეგიანი მატჩი გამართა, თუმცა გატანილი გოლით რონალდუს ჯერ თავი არ გამოუჩენია.
Goal.com-ის ცნობით, იტალიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში მეორე პოზიციას გონსალო იგუაინი იკავებს, რომლის ანაზღაურებაც €9,5 მილიონს შეადგენს.
სერია ა-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან: