როგორ დააკარგვინეს მარათონელს პირველი ადგილი?
გრძელ დისტანციაზე მორბენალმა, ამერიკელმა ჯეს მაკკლეინმა, ოფიციალური პირების მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომის გამო, 20 000 დოლარი და ეროვნული პრიზი დაკარგა.
34 წლის სპორტსმენმა, გასულ წელს ტოკიოში გამართულ მსოფლიო მძლეოსნობის ჩემპიონატზე პირველად მიიღო მონაწილეობა და მარათონში მერვე ადგილი დაიკავა.
კვირას, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში გამართულ აშშ-ის ნახევარმარათონში, მაკკლეინმა მონაწილეობა მიიღო და რბოლაში დიდი უპირატესობით იმარჯვებდა. 21 კმ-ის სიგრძის მარათონის ბოლო ორ მილში მაკკლეინი თავის თანამემამულეებს, ემა გრეის ჰარლის და ედნა კურგატს წინ მიუძღოდა, სანამ სამივე უცნაურ ინციდენტში გაეხვეოდა.
სპრინტის წამყვანმა მანქანამ, რომელიც სპორტსმენების წინ დგას და რბოლის დროს ტემპს აკონტროლებს, არასწორად შეუხვია და სამი საუკეთესო სპორტსმენი მთავარი ტრასიდან გადაიყვანა. მაკკლეინს რამდენიმე წუთის შემდეგ მოუხდა შემობრუნება და ძირითად გზაზე დაბრუნება - ამ დროს ის გამარჯვებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მოლი ბორნი, რომელიც ინციდენტის დროს მაკკლეინს ერთი წუთით ჩამორჩებოდა, საბოლოოდ სწორი მარშრუტით გაიქცა და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. ბორნმა არა მხოლოდ 20 000 აშშ დოლარის პრიზი მოიგო, არამედ ავტომატურად მოიპოვა საკვალიფიკაციო ადგილი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც კოპენჰაგენში, სექტემბერში გაიმართება.
Some more footage of the missed turn at the USATF Half Marathon Championship in Atlanta at the intersection of Nelson Street and Ted Turner Drive.
— Chris Chavez (@ChrisChavez) March 3, 2026
Jess McClain is clearly just following the lead vehicle, like anyone would in her position.
All the "you should know/memorize the… https://t.co/8vfGAmAfIw pic.twitter.com/yDjZB8EAyn