"რატომ იწვევს ილია ისლამს დღეში 9-ჯერ?" - ჩელ სონენი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
მაქს ჰოლოუეის გათიშვის შემდეგ, ილია თოფურია ისლამ მახაჩევს იწვევს. ჩელ სონენი ამბობს, რომ ქართველის ამ გამოწვევებით უკვე დაიღალა. ყოფილმა მებრძოლმა ეს ყველაფერი საკუთარ YouTube არხზე საუბრისას განმარტა.
რატომ იწვევს ილია ისლამს დღეში 9-ჯერ? ძალიან უცნაურია როგორ ცდილობს ილია მახაჩევთან ბრძოლას. ვერ დამაჯერებთ, რომ ისლამის ქვემსუბუქწონოსანთან ბრძოლა განსაკუთრებული იქნება. დიდი ბრძოლა იქნება, მაგრამ ისლამისთვის არაფერი განსაკუთრებული. მსოფლიო ჩემპიონის რანგში 66 კილოგრამის ჩემპიონს უკვე შეხვდა. - განაცხადა ჩელ სონენმა
დღს ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონა ოფიციალურად დატოვა. დანა უაითის თქმით, "მატადორმა" 66 კილოგრამში საკუთარი თავი ამოწურა და ახლა ახალი გამოწვევების დროა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ალექს ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი შეხვდებიან.