Belive

რამზან კადიროვის შვილი აგებდა, თუმცა მსაჯებმა გამარჯვებულად ის გამოაცხადეს (ვიდეო)

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ახმატ-კაჯი კადიროვის საპატივსაცემოდ კრივის ყოველწლიური ტურნირი იმართება. სპორტული სკოლის "ახმატის" ორგანიზებულ (მისი პრეზიდენტი რამზან კადიროვია) ტურნირზე წელს თავად პოლიტიკოსის შვილმაც იასპარეზა. კადიროვის ვაჟის ჩხუბის დროს კი მსაჯებმა საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს. 13 წლის ადამ კადიროვი ყაბარდო-ბალყარეთის წარმომადგენელ ასლან ბიტიროვთან ბრძოლისას აშკარად მარცხდებოდა, თუმცა არბიტრების გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად სწორედ კადიროვის შვილი გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები