Belive

რალის ლეგენდა - კენ ბლოკი ტრაგიკულად დაიღუპა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

რალის ლეგენდა - კენ ბლოკი, 55 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაცია კენ ბლოკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, thehoonigans-ის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია იუტას შტატში, სოლთ ლეიქ სიტისთან მდებარე სამთო სათხილამურო კურორტზე მოხდა. კენ ბლოკი თოვლმავალს მართავდა, რომელიც ამოტრიალდა და ლეგენდარულ მრბოლელს დაეცა.

ვასატჩის რაიონის შერიფის ოფისის განცხადებით, მიღებული დაზიანებების შედეგად, კენ ბლოკი ადგილზე გარდაიცვალა.

View this post on Instagram

A post shared by Hoonigan Industries (@thehoonigans)

2021 წლამდე, ბლოკი Ford Performance-ს გუნდთან თანამშრომლობდა, თუმცა განაცხადა, რომ მრავალწლიანი პარტნიორობა დასასრულს მიუახლოვდა და არჩევანი Audi-ს გუნდზე შეაჩერა. საავტომობილო სპორტში, კენ ბლოკის პირველი გამოსვლა 2005 წელს შედგა.