ჰოლანდიელი ფორვარდი, რაიან ბაბელი, რომელიც ამჟამად თურქულ "ბეშიქთაშში" თამაშობს, პრემიერლიგას უბრუნდება - ცნობილია, რომ ბაბელის დამატება იჯარის წესით ლოდონის "ფულჰემს" სურს და ორ მხარეს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
32 წლის ბაბელი პრემიერლიგაში ბოლოს "ლივერპულის" მაისურით ასპარეზობდა - ჰოლანდიელი შემტევი ნისლიან ალბიონზე 2007–2011 წლებში თამაშობდა.
"ფულჰემის" მწვრთნელი ამჟამად კლაუდიო რანიერია - იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც "ლესტერთან" ერთად, სრულიად მოულოდნელად, საოცარ შედეგს მიაღწია და პრემიერლიგის თასი ასწია. ახლა კი, რანიერი სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებას და "ფულჰემის" გასავარდნი ზონიდან გამოყვანას ცდილობს.