Belive

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა გიგა ჭიკაძემ ბარბოსას დამარცხებით

2 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოსა მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. mmasalaries-ის ინფორმაციით, ჭიკაძემ მეტოქის დამარცხებით სულ 200 000 დოლარი გამოიმუშავა – 72 000 დოლარი გარანტირებული თანხა, 72 000 დოლარი მოგების ბონუსი, 50 000 დოლარი სანახაობის ბონუსი, 6 000 დოლარი კი სპონსორისგან (გიგას მეტოქემ, ედსონ ბარბოსამ 121 000 დოლარი მიიღო). გიგა ჭიკაძემ UFC-ში შვიდი ბრძოლა გამართა და შვიდივეში იმარჯვა. 33 წლის მებრძოლმა დღევანდელი მოგების შემდეგ მაქს ჰოლოვეი გამოიწვია.

სხვა სტატიები